დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი - ჩვენ დაგიკავშირდებით!

დაგვიტოვეთ თქვენი ტელეფონი და ჩვენი კონსულტანტი უმოკლეს დროში დაგიკავშირდებათ - თქვენ მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას ჩვენი პროდუქტების, მომსახურების შესახებ. ჩვენ ასევე მოგეხმარებით სწორად შეარჩიოთ თქვენი ამოცანისთვის შესაფერისი მასალა და გრაფიკული ნახატი ჩვენი კატალოგიდან რათა მაქსიმალურად ეფექტური გამოვიდეს თქვენი დიზაინერული ჩანაფიქრი. ჩვენ ორგანიზაციას გაუწევთ ყველა სახის სამუშაოს - აზომვას, დამზადებას, ტრანსპორტირებას და საბოლოო მონტაჟს და გამზადებულს ჩაგაბარებთ პროდუქტს!

 
ან მოგვწერეთ ფეისბუქის მესენჯერიდან
დამირეკე

რა არის სკინალი?

სკინალი წარმოადგენს დეკორატიულ პანელს. ის გამოიყენება სამზარეულოს, სააბაზანოს, საცხოვრებელი თუ საოფისე ფართის, კაფეების, კლუბების, რესტორნების დეკორაციისათვის. ასევე შესაძლოა გამოყენებულ იქნას დამატებითი ფუნქციონალური თუ პრაქტიკული მიზნებისათვის. სკინალი გამოირჩევა გამძლეობით, დიზაინის და ფორმების ფართო არჩევანით, სისუფთავით და მონტაჟის სიმარტივით. ტერმინს „სკინალი“ აქვს ბევრი სინონიმი: შუშის წინსაფარი, კედლის შუშის პანელი, ფოტოსკინალი და ა.შ.

შუშის სკინალი

შუშისგან დამზადებულ სკინალს (წინსაფარს) ძირითადად იყენებენ სამზარეულოს და სააბაზანოს დეკორაციისთვის. თუმცა არანაირი შეზღუდვა არ გაქვთ - გამოყენების არეალი შეგიძლიათ თქვენ თვითონ შემოგვთავაზოთ. დამზადების ყველაზე გავრცელებული და საიმედო მეთოდია ულტრაიისფერი ბეჭდვა ნაწრთობ შუშაზე. გრაფიკული ნახატის დასატანად შესაძლოა თვითწებადი ფირის გამოყენებაც.

გამძლეობა და ხარისხი

სამზარეულოსათვის და აბაზანისათვის ძირითადად გამოიყენება ნაწრთობი შუშისაგან დამზადებული სკინალი. გრაფიკული ნახატის გადატანა შესაძლოა გაკეთდეს ნებისმიერი სისქის ნაწრთობ შუშაზე, რაც განსაკუთრებულ სიმაგრეს აძლევს ნაკეთობას და შესაბამისი და ხარსხიანი მონტაჟის შემთხვევაში ფაქტიურად განუსაზღვრელი ვადით მოგემსახურებათ. ნაწრთობი შუშა უპრობლემოდ უძლებს ნებისმიერ ტემპერეტურულ ცვლილებას. საჭიორებიდან გამომდინარე შესაძლოა გამოყენებულ იქნას გამოუწრთობი შუშაც, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ხარჯებს

რატომ არის შუშის სკინალი ასე პოპულარული?

გამოწრთობილი შუშა ცეცხლგამძლეა და შესაძლოა მისი გამოყენება ქურასთან, გამათბობელთან ან სხვა სახის მაღალი ტემპერატურის წყაროსთან უშუალო სიახლოვეში. შეუძლებელია მისი დაზიანება ლითონის სახეხით ან სამზარეულოს ქიმიური საშუალებებით. ფოტობეჭდვის წყალობით კი სკინალი თქვენი ინტერიერისათვის დიზაინის და ფანტაზიის უსაზღვრო არჩევანს იძლევა. გემოვნებით შერჩეული სკინალი ნამდვილად ექსკლუზიურ და ორიგინალურ იერს მისცემს თქვენს ინტერიერს თუ ექსტერიერს, გამოკვეთავს აქცენტს და ხაზს გაუსვამს თქვენ დიზაინერულ ჩანაფიქრს

პროდუქცია

სკინალი შესაძლოა გაიყოს ოთხ ძირითად სახეობად, თუმცა თქვენი დიზაინერული ფანტაზიის თუ ნებისმიერი პრაქტიკული საჭიროებისათვის არ ხართ შეზღუდული გამოყენების არეალი თქვენ თითონ მოიფიქროთ და გამოიყენოთ ჩვენი მომსახურება ნებისმიერ არაოდინალური გადაწყვეტებისათვის

მინის წინსაფარი

ეს არის უნიკალური შესაძლებლობა დიდი დანახარჯების გარეშე განაახლოთ თქვენი სამზარეულოს, საცხოვრებელი ფართის, თუ ოფისის ინტერიერი

მოდალური ნახატები

უნიკალური ტექნოლოგია იძლევა ნებისმიერ ზომის თუ ფორმის სკინალის ბეჭდვის საშუალებას, მოგცემთ საშუალებას გააკეთოთ საჭირო აქცენტები თვენს ინტერიერში

კედლის დეკორაცია

სკინალი შესძენს თქვენს გარემოს განუმეორებელ ეფექტს, შეუცვლელია მცირე გაბარიტების და შეზღუდული ხედვის ფართობებისთვის მოცულობის ეფექტის მისაცემად

ინდივიდუალური ბეჭდვა

თვითწებად ლენტზე ბეჭდვის ტექნოლოგია სხვა ჩვენს პროდუქტებთან ერთად განუმეორებელი და უსაზღვრო დიზაინერული არჩევანის საშალებას იძლევა

მომსახურება

ჩვენ გთავაზობთ მომსახურებას ბეჭდური პროდუქციის დამზადებასა და მონტაჟზე (სარეკლამო მასალები, დეკორატიული ნივთები). ჩვენი ექსპერტები დაგეხმარებიან ნებისმიერი სირთულის დიზაინის პროექტებს განხორციელებაში, კლიენტის მიერ დასახული ამოცანების ხარისხიანად და მაღალ დონეზე გადაჭრის გზით. ჩვენ ვთავაზობთ ინტერიერის დიზაინერებს თანამშრომლობის ხელსაყრელ პირობებს და შეთავაზებული მომსახურების მოცულობის საფუძველზე ფასდაკლებების მოქნილ სისტემას

სამზარეულოს წინსაფარი

კონსულტაცია დიზაინისა და მასალების შერჩევისას, საჭირო აზომვების შესრულება, სამზარეულოს წინსაფრების წარმოება, ტრანსპორტირება და მონტაჟი

უფასო აზომვა, კონსულტაცია, მიწოდება და მონტაჟი

უფასო აზომვა, კონსულტაცია მასალების შერჩევისას, დაგეხმარებით დიზაინის შერჩევაში, უმოკლეს ვადაში დავამზადებთ და სწრაფად და სუფთად ჩავატარებთ სამონტაჟო სამუშაოებს

დეკორატიული ელემენტები

სხვადასხვა მასალისა და შუშის დეკორატიული ნივთების დამზადება ინტერიერისა და ექსტერიერისათვის მაღალი რეზოლუციის ფერადი სურათების გამოყენებით

ფოტო შპალერი

ფოტო შპალერის დიზაინის შერჩევა, ნებისმიერი თქვენთვის სასურველი ნახატის გადატანა და ბეჭდვა

თვითწებვადი ფირები

სხვადასხვა ზედაპირებზე დასაკრავი თვითწებვადი ფირების დამზადება

უფასო ნიმუში

გამოფენებზე და შოურუმებში ნიმუშების განთავსება უფასოდ

ნამუშევრები

  • All
  • skinali
  • decor
  • wallart

skinali-3.jpg

skinali

skinali-4.jpg

skinali

wallart-1.jpg

wallart

skinali-14.jpg

skinali

wallart-2.jpg

wallart

skinali-2.jpg

skinali

skinali-12.jpg

skinali

skinali-11.JPG

skinali

skinali-1.jpg

skinali

skinali-6.jpg

skinali

decor-2.jpg

decor

skinali-9.jpg

skinali

/